საიდ მულიანი და ფერეიდანული დიალექტი

 ისპაჰანის უნივერსიტეტის ლექტორი და ქართველოლოგი საიდ მულიანი ბოლო რამდენიმე წელია ქართულ საქმეს ემსახურება და ფერეიდანში ქართული წერა-კითხვის გავრცელებას ცდილობს. ფერეიდნელი ქართველებისთვის დაბეჭდა დედა ენა, ქართულ სპარსული სასაუბრო ლექსიკონი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ირანში ქართული სკოლების გახსნა მხოლოდ 2013 წელს გახდა შესაძლებელი, სადაც ადგილობრივ ქართველებს, მშობლიური ენის თავისუფლად შესწავლის საშუალება ექნებათ. 
        საიდ მულიანი ქართული საზაფხულო სკოლის დამფუძნებელი და ქართული სკოლის გახსნის ინიციატორია. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მულიანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ირანში მცხოვრებ ქართველებში ქართული ენა დავიწყებას არ მიეცეს.

ფერეიდნული ქართული თანამედროვე ქართულისგან ბევრად განსხვავებულია, რაც გამოწვეულია საქართველოსგან სიშორით, ის უფრო ძველია და გამომდინარეობს კახურ-ინგილოურ კილოდან.

მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს:


Комментариев нет:

Отправить комментарий