2013 წლის 4 დეკემბერს კადეტთა
სამხედრო ლიცეუმში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტის „ილაპარაკეთ...ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“ პრეზენტაცია.
პროექტის ავტორი - ეკა მურუსიძე, თანაავტორები - ელენე კოხრეიძე, ლალი ჩარკვიანი, ბესიკ
მაჩიტაძე. პროექტი ჩატარდა სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ
- 113 (დამრიგებელი - ე.მურუსიძე),
121 (დამრიგებელი - ბ.მაჩიტაძე),
122 (დამრიგებელი - ე.კოხრეიძე),
123 (დამრიგებელი - ლ.ჩარკვიანი).
პროექტი
გრძელვადიანია, მასზე მუშაობა დაიწყო გასულ სასწავლო წელს. კადეტებმა შეაგროვეს ინფორმაცია
ქართული ენის , რუსული და ინგლისური ენიდან ქართულში შემოსული ბარბარიზმების, SMS- ენის, Smile-ის და სოციალური
ქსელის შესახებ. იმსჯელეს, თუ
რა გავლენას ახდენს ბარბარიზმები და სოციალური ქსელი მეტყველებასა და მართლწერაზე,
თუ რა პოზიცია უჭირავს სახელმწიფოს ქართული ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით.
კადეტებმა პრობლემის გადაჭრის თავიანთი ხედვა ჩამოაყალიბეს. მათ საინტერესოდ წარმოადგინეს
საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა რეგიონების მიხედვით და განიხილეს არაქართულენოვან
მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების საკითხი. ისაუბრეს დიალექტების შესახებ, ყურადღება გაამახვილეს ფერეიდნულ დიალექტზე.
კადეტებს
პროექტში მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში
ქალბატონმა მაია გაბუნიამ.
პროექტის დასკვნითი
პრეზენტაცია ჩატარდება დედაენის დღეს.
2014 წლის 14 აპრილს კონკურსი საუკეთესო მოქართულე გამოავლენს გამარჯვებულებს
ორ ნომინაციაში:
- სასწავლო ჯგუფის საუკეთესო მოქართულე
- ლიცეუმის საუკეთესო მოქართულე - 2014
დასკვნით პრეზენტაციაზე
კადეტები წარმოადგენენ ლექსიკონს „ბარბარიზმები
სამხედროთა ლექსიკაში“.
Комментариев нет:
Отправить комментарий