XVII საუკუნეში საქართველო სპარსეთის სეფიანთა იმპერიის ნაწილი იყო და შაჰ აბას I-მა ინდუსტიული ეკონომიკის განვითარების, სამხედრო ძალის გაძლიერების და ახლადაშენებული ქალაქების მოსახლეობის გაზრდისთვის ქართველი ქრისტიანები, მუსლიმანები და ებრაელები ირანში გადაასახლა.
1614-1617
წლებში შაჰ აბასმა სხვადასხვა
წყაროების მიხედვით 300 000-მდე ქართველი ოთხ ძირითად პროვინციაში-ოსტანაში მაზანდარში, ხორასანში, ფარსში და ისპაჰანში ჩაასახლა. ამიერკავკასიიდან ტყვეების გაყვანა ირანში და მათი იქ დასახლება, ერთის მხრივ, მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკურად დასუსტებას, ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დაქვეითებას, ხოლო მეორე მხრივ _ საკუთრივ სპარსეთის სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობა-ვაჭრობის აღმავლობა-განვითარებას.
ისპაჰანის პროვინციაში მდებარეობს სწორედ ფერეიდანი, აქ გადასახლებულმა ქართველობამ დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და
ქართული ადათ-წესები. სხვა
პროვინციებში ქართული მეტყველება თითქმის აღარ ისმის,
მაგრამ შემორჩათ გვარები გურჯები. ქართველები თანდათან აითქვიფნენ ირანის სხვა ტომებში. ქართველთა ისტორიაში ფერეიდნელი ქართველები უნიკალური მოვლენაა, რადგან მათ
400 წლის მანძილზე შეინარჩუნეს თავისი ეთნიკური, ეროვნული მეობა, რაც
შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: - ტყვე
ქართველები დაასახლეს კომპაქტურად, რამდენიმე ათეულ სოფლად, ისინი დიდი
ხნის განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ ეთნიკური ენდოგამიის წესს (არც
მამაკაცები ირთავდნენ არაქართველ ქალებს და არც
ქალებს ათხოვებდნენ არაქართველებზე); - ქართველობა დასახლდა ფერეიდანის მთიანეთში, რამაც ხელი
შეუწყო მათი
ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ფერეიდანში
ქართველთა ჩასახლების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მაშინდელი სპარსეთის დედაქალაქის
ისპაჰანის დაცვას მომთაბარე ტომებისგან.
ქართველები ფერეიდუნშაჰრის რაიონის თოთხმეტ სოფელში
ცხოვრობენ.
მათი
საერთო
რიცხვი
30 ათასამდეა. ქართველებმა
ირანულ სოფლებს ქართული სახელები დაარქვეს, როგორიცაა: ახორე ბალა
(ზემო
მარტყოფი)
– ახლანდელი
ფერეიდუნშაჰრი,
სიბაქი
(ვაშლოვანი),
ჩოდრეთი
(ჩუღურეთი),
აფუზი
(რუისპირი)
და
სხვ. ამ
სოფლებში
მცხოვრებთა
ქართული
გვარებია:
ასლანიშვილი,
ასპანაშვილი,
ბათუაშვილი,
გუგუნაშვილი,
იოსელიანი,
ხუციშვილი
და
სხვ…
ფერეიდანი ზაგროსის მთებში, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს. მიუხედავად
ამისა ქართველი
კაცის
გამრჯე
მარჯვენას
თავისი
კვალი
დაუმჩნევია
ამ
მხარისათვის, ქართველთა სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებსა და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი აშკარად ატყვია. ეს სოფლები თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად გამოირჩევა სხვა აქაური დასახლებებისაგან.
ფერეიდნელებმა სარწმუნოება ვერა, მაგრამ ენა, დამწერლობა შეინარჩუნეს,
ყველაფერზე სახლის კედელზე, მანქანაზე, მაღაზიაზე, საფლავის ქვაზე, ტანისამოსზეც კი
ქართულად აწერენ, რომ შეინარჩუნონ ქართული ენა.
Комментариев нет:
Отправить комментарий