საქართველოს ეთნომოზაიკა

საქართველოს მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით შეადგენს 4,5 მლნ. ადამიანს. სიმჭიდროვე 68 ადამიანი კმ2 -ზე. ურბანიზაცია 53%.
საქართველო პოლიეთნიკური ქვეყანაა, ქვეყნის მოსახლეობის 84 %-ს ქართველები შეადგენს, არა ეთნიკური ქართველებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობს აზერბაიჯანელები 7%, სომხები 6%, სხვა ხალხიდან _ რუსები, ქურთები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, ბერძნები და სხვა.

ადმინისტრაციული ერთეულების, მხარეების მიხედვით ეთნიკური შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ დავაკვირდებით გრაფიკს ყველაზე ნაკლები ქართველი ცხოვრობს აფხაზეთში 19,2 %, ქვემო ქართლში 44% და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში 56%.
ყურადღებას სწორედ ამ მხარეებზე გავამახვილებ.

აფხაზეთი



      აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2012 წლის მონაცემებით ქართველები ვართ ეთნიკურ უმცირესობაში და შევადგენთ 19,2 %-ს, რაც გამოწვეულია ცნობილი მოვლენების გამო. 


თუ განვიხილავთ ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით ეთნიკურ უმმრავლესობაში ვართ მხოლოდ გალის მუნიციპალიტეტში  98,2 %.  ოჩამჩირეში 36 %.
განსაკუთრებით ცალკე გამოყოფას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ეთნიკური სომხები აფხაზეთის ბევრ მუნიციპალიტეტში შეადგენენ ეთნიკურ უმრავლესობას: სოხუმის _ 56,1 %, გაგრის _ 38,3 %, გულრიფში 46,8 %.

სამცხე-ჯავახეთი



ეთნიკური შემადგენლობის  მხვრივ სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსაკუთრებით დიდი სომხური მოსახლეობის ხვედრითი წილი, ქართველები 56%, სომხები 40%. მუნიციპალიტეტების მხვრივ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სომხური მოსახლეობა 95 %-ზე მეტია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში ცხოვრობს რუსი მოსახლეობა, რომლებიც არიან სექტანტები _ დუხაბორები, რომლებიც საქართველოში 1840-იან წლებში დასახლდნენ. 

ქვემო ქართლის მხარე


    კიდევ უფრო რთულადაა მდგომარეობა ქვემო ქართლის მხარეში, სადაც ქართველთა რაოდენობა მხარის მოსახლეობის 44%-ია.
 

ქვემო ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გარდა ქალაქ რუსთავისა და თეთრიწყაროსი, ქართველები ვართ ეთნიკურ უმცირესობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თითქმის 83%-ს აზერბაიჯანელები შეადგენს.  დმანისში _ 67 % აზერბაიჯანელია, ამდენივეა აზერბაიჯანელი მოსახლეობის წილი ბოლნისშიც, ხოლო წალკის რაიონში მოსახლეობის 55% სომეხია.